გავიხსენეთ მესამე დღის რეფლექსია.სასწავლო პროექტის დროში გაწერილი შეფასება ს და პროექტის პრეზენტაციას დაეთმო ეს სამუშაო. იყო სირთულეები, მაგრამ მაინც ხალისიანად ვიმუშავეთ. პროექტი რომ შეგვეფასებინა, განვიხილეთ მე-2 მოდულის შესაბამისი აქტივობები და ცხრილები,საიდანაც შევარჩიე ჩვენი თემის შესაბამისი მეთოდები . ჩავწერე პროექტის მსვლელობის მოკლე მონახაზი და განვიხილეთ შაბლონში . ბოლოს დავიწყეთ პროექტის პრეზენტაცია.მეოთხე შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მეორე მოდულის მეორე ნაწილი დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
Комментариев нет:
Отправить комментарий