შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა,განვიხილეთ უკუკავშირი-მოსწავლის ნაშრომის გაზიარება თუ როგორ დავწეროთ კომენტარი, განვიხილეთ დავალებასთან დაკავშირებული შენიშვნები.ასევე მოსწავლეთა პროექტების შეფასება, უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, შეფასების დროის ჩარჩო. მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
- შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
- მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
- რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
- გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
- ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
- შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
- შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
- შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
- მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
- აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
- თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
- შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий