დავასრულეთ ინტელის ტრენინგის ძირითადი კურსი:პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება. ტრენინგის ფარგლებში განვიხილეთ რვა მოდული , რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას. პირველი მოდული შეეხო პროექტებით სწავლებას, მეორე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. მესამე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძ ლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. მეოთხე მოდულში განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშების შეფასება, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება და მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი. დანარჩენ მოდულებში ასევე დეტალურად განვიხილეთ უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, შეფასების დროის ჩარჩო. მე-6 მოდულის აქტივობა მესამე-მოსწავლის წარმატების ხელშემწყობი დოკუმენტები. მეშვიდე მოდულში განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.რესურსებიდან განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები.განვიხილეთ პროექტები და შევაფასეთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий