დღემ საინტერესოდ ჩაიარა ,განვიხილეთსწავლების სამი სტილი: ვუზუალური, აუდიო და კინესთეტიკური,შეხებითი სწავლება და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.დავიყავით სამ ჯგუფად ,გავინაწილეთ დავალება და გავაკეთეთ პრეზენტაცია თითოეულ სწავლების სტილზე. ასევე განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. რომეო და ჯულიეტას მიხედვით ვიმუშავეთ პროექტში გათვალისწინებულ დიფერენცირებულ სწავლებაზე .მე-6 მოდულის მოსწავლის წარმატების ხელშემწყობი დოკუმენტები მიმოვიხილეთ. მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით
- მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
- მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
- მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
- მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
- შინაარსი
- პროცესი
- პროდუქტი
- სასწავლო გარემო
Комментариев нет:
Отправить комментарий