воскресенье, 7 апреля 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მესამე შეხვედრა. განვიხილეთ ზოგადი შეკითხვების ცხრილი,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები სასწავლო პროექტში, ასევე რჩევები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  შემუშავებისას,საგნობრივი სტანდარტის მისაღწევად ბლუმის ტაქსონომიის ზმნებში შეტანილი სიახლეები და 21 -ე საუკუნის ტერმინოლოგია,ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა  შეიძლება   ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ,ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი  შეფასების ფორმების   გამოყენება რამდენიმე                         თვალსაზრისით. განვიხილეთ თუ რას უწყობს ხელს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები : ზოგადი ,თემატური ,შინაარსობრივიკითხვები,ასევე რასთან უნდა ინტეგრირდეს შეფასების ფორმები  პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის.      

Комментариев нет:

Отправить комментарий