воскресенье, 12 мая 2019 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დავასრულეთ ინტელის ტრენინგის ძირითადი კურსი:პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება. ტრენინგის ფარგლებში განვიხილეთ რვა მოდული , რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას. პირველი მოდული შეეხო პროექტებით სწავლებას, მეორე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან  განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. მესამე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძ ლება   ჰქონდეს   ინტერნეტს სწავლის პროცესზე. მეოთხე მოდულში  განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშების შეფასება, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება და მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი. დანარჩენ მოდულებში ასევე დეტალურად განვიხილეთ   უკუკავშირის  რჩევები  და მეთოდები, შეფასების დროის ჩარჩო. მე-6 მოდულის აქტივობა მესამე-მოსწავლის წარმატების ხელშემწყობი დოკუმენტები. მეშვიდე მოდულში განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.რესურსებიდან განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები.განვიხილეთ პროექტები  და შევაფასეთ.

суббота, 11 мая 2019 г.

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეშვიდე მოდული,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,თუ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. განვიხილეთ მინიშნებები და წინმსწრები აქტივობები, პრაქტიკა კლასში, შევჯერდით იმაზე რომ ანალიტიკური შეკითხვების დასმაა მთავარი. დავიყავით ჯგუფებად და . .დავალება განვიხილეთ რესურსებიდან განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი.შევქმენით ფასიკიტაციის დოკუმენტი/

  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში.
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისთვის.

воскресенье, 5 мая 2019 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

 დღემ საინტერესოდ ჩაიარა ,განვიხილეთსწავლების სამი სტილი: ვუზუალური, აუდიო და კინესთეტიკური,შეხებითი სწავლება და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.დავიყავით  სამ ჯგუფად  ,გავინაწილეთ დავალება და გავაკეთეთ პრეზენტაცია თითოეულ სწავლების სტილზე. ასევე განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. რომეო და ჯულიეტას მიხედვით ვიმუშავეთ პროექტში გათვალისწინებულ დიფერენცირებულ სწავლებაზე .მე-6 მოდულის  მოსწავლის წარმატების ხელშემწყობი დოკუმენტები მიმოვიხილეთ. მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით

  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო

суббота, 4 мая 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა,განვიხილეთ უკუკავშირი-მოსწავლის ნაშრომის გაზიარება  თუ როგორ დავწეროთ კომენტარი, განვიხილეთ დავალებასთან დაკავშირებული შენიშვნები.ასევე მოსწავლეთა პროექტების შეფასება, უკუკავშირის რჩევები და მეთოდები, შეფასების დროის ჩარჩო. მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.


მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტის საავტორო უფლებები.განვიხილეთ საინფორმაციო წიგნიერება.ძიების  სტრატეგიები,სასურველი ინფორმაციის მოძიების საუკეთესო გზა.რესურსებისა და ინტერნეტის  გამოყენება კვლევაში. გავეცანით  ბიბლიოგრაფიებს . განვიხილეთ მე-4 მოდული. კერძოდ,მოსწავლეთა სავარაუდო ვიმუშების შეფასება.ნაშრომის შეფასება და პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: 
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს
  • ოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
  • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ მესამე დღის რეფლექსია.სასწავლო პროექტის დროში გაწერილი შეფასება ს და პროექტის პრეზენტაციას დაეთმო ეს სამუშაო. იყო სირთულეები, მაგრამ მაინც ხალისიანად ვიმუშავეთ. პროექტი რომ შეგვეფასებინა, განვიხილეთ მე-2 მოდულის შესაბამისი აქტივობები და ცხრილები,საიდანაც შევარჩიე ჩვენი თემის შესაბამისი მეთოდები . ჩავწერე პროექტის მსვლელობის  მოკლე მონახაზი და განვიხილეთ შაბლონში . ბოლოს დავიწყეთ პროექტის პრეზენტაცია.მეოთხე შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის